დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენ მივესალმებით ტურისტებს რუსეთიდან

ჩვენ მივესალმებით ტურისტებს რუსეთიდან, ძალიან დიდი ზრდა გვაქვს, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა.

რაც შეეხება მომავალ თვეს თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრას, დიმიტრი ქუმსიშვილი თქმით, ის ამ წუთში აღნიშნული ღონისძიების მომზადებაში ჩართული არ არის.

„ამ წუთში მე არ ვარ ჩართული აღნიშნული ღონისძიების მომზადებაში. ზოგადად, მინდა მოგახსენოთ, რომ ბიზნესურთიერთობები, ისევე როგორც ტურიზმის მიმართულება, საკმაოდ კარგად ვითარება. განსაკუთრებით აღვნიშნავ, ტურიზმის მიმართულებას. ყველა ტურისტი, რომელიც რუსეთიდან ჩამოდის და ჩვენთან იღებს კეთილგანწყობას, იმ სტუმარ-მასპინძლობას, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაგვაჩნია, ხდება რა თქმა უნდა, ჩვენი ელჩი შემდგომ უკვე რუსეთში, რაც ერთმნიშვნელოვნად ძალიან დადებითია და მივესალმებით ჩვენ ტურისტებს რუსეთიდან. ძალიან დიდი ზრდა გვაქვს“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.

მომავალ თვეს თბილისში რუსი და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრა გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. უწყების ცნობით, შეხვედრა რუსეთისა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატების ეგიდით გაიმართება.