მსოფლიოში წლის ყველაზე დიდი ფინანსური გარიგება შედგა

უმსხვილესმა ამერიკულმა სატელეკომუნიკაციო კომპანია AT&T-მ მედიაჰოლდინგი Time Warner დაახლოებით 86 მილიარდ დოლარად შეიძინა.

„ბიბისის“ ცნობით, მსოფლიოს მასშტაბით ეს წლის ყველაზე მსხვილი ფინანსური გარიგებაა, რომელიც ახლა მხოლოდ რეგულატორებმა უნდა დაამტკიცონ.

AT&T მედიაჰოლდინგის თითოეული აქციის სანაცვლოდ 107,5 დოლარს გადაიხდის. გარიგების საერთო ჯამურო ოდენობა 108,7 მილიარდ დოლარად ფასდება, საიდანაც 85,4 მილიარდი დოლარი თავად კომპანიის შეძენის ღირებულებაა, დანარჩენი ნაწილი კი Time Warner-ის ვალია, რომელსაც AT&T დაფარავს.

Time Warner-ის მფლობელობაში შედის ტელეკომპანები CNN, HBO, TNT, TNS, Cartoon Network, ტელესტუდია Warner Bros. და სხვა აქტივები.