დონალდ ტრამპმა გაპრეზიდენტების შემთხვევაში პირველი 100 დღის გეგმები ჩამოთვალა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა ის პრიორიტეტები ჩამოთვალა, რომლის მოგვარებასაც პრეზიდენტობის შემთხვევაში პირველი 100 დღის განმავლობაში აპირებს.

როგორც ტრამპმა Fox News-ის ეთერში საუბრისას აღნიშნა, პირველ ეტაპზე ის აშშ-ში დასაქმების პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებს.

მისივე განცხადებით, გაპრეზიდენტების შემთხვევაში შეზღუდავს თეთრი სახლის ყოფილი თანამშრომლების ლობისტურ საქმიანობას. გარდა ამისა, რესპუბლიკელთა კანდიდატი აპირებს გააუქმოს გაერო-ს კლიმატის ცვლილებებისკენ მიმართული პორგრამების დაფინანსება, რომელსაც ტრამპი აშშ-ის ინფრასტრუქტურაში მიმართავს.

„განხორციელდება 2 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია“, - აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ მიგრანტები დამნაშავეები და არალეგალები არიან.

გარდა ამისა, მილიარდერმა განაცხადა, რომ გაასამართლებს ყველა ქალბატონს,რომელიც აცხადებს, რომ ტრამპის მხრიდან სექსუალურ ან რაიმე სხვა სახის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

აშშ-ში ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.