ვიდეორეკლამა ყველაზე ეფექტური დილის საათებშია

ონლაინ ვიდეორეკლამა ყველაზე ეფექტური დილის საათებშია, უფრო კონკრეტულად კი დღის 12 საათამდე.

კომპანია YuMe-ს კვლევის თანახმად, გამოკითხული რესპონდენტების 17% ვიდეორეკლამის ნახვას უპირატესობას დღის 12 საათამდე ანიჭებს, 3% - 12-დან 5 საათამდე, 4% - 5-დან 9 სააღამდე, 8% კი 9-დან შუაღამის 3 საათამდე.

ამავე კვლევის თანახმად, დილისა და შუადღის საათებში ვიდეორეკლამას ძირითადად სმარტფონებით ნახულობენ, ტაბლეტების, ლეპტოპებისა და კომპიუტერის მფლობელები კი მეტწილად საღამოს საათებში.

„ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი ე.წ. დიდ ეკრანზე ვიდეორეკლამის ნახვას მაშინ ამჯობინებს, როცა უფრო მეტი დრო აქვს, სმარტფონებით კი უფრო გადატვირთულ საათებში“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

კვლევის პერიოდში 10 000 რესპონდენტი გამოიკითხა.