მალტაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც ევროკავშირის საზღვრების დაცვის სააგენტოს, Frontex-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
დასავლური მედიის ცნობით, წინასწარი მონაცემებით, ავიაკატასტროფის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თვითმფრინავი მალტის საერთაშორისო აეროპორტში აფრენიდან მალევე ჩამოვარდა.
როგორც გამოცემა Independent-ი წერს, ავიაკატასტროფის შედეგად სავარაუდოდ, ვერავინ გადარჩა.
ოფიციალური ინფორმაციით, თვითმფრინავი ლიბიის ქალაქ მისრატაში მიემგზავრებოდა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, სახანძრო სამსახურის თანამშრომლები და ექიმები. აეროპორტი დროებით დაიხურა.