როგორ აფასებენ სავალუტო ჯიხურები ეროვნული ბანკის რეგულაციებს

საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციების მიხედვით, სავალუტო ჯიხურები ვალდებულნი არიან, მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდონ ვალუტის გაცვლისა და საყურადღებო კურსის, აგრეთვე, საკომისიოს შესახებ. სებ-ის რეგულაციებს ტურისტულ ზონაში მდებარე სავალუტო ჯიხურების წარმომადგენლები თავიანთ საქმიანობაში უხეშ ჩარევად მიიჩნევენ. სავალუტო ჯიხურების წარმომადგენელები, რომელთა ყიდვა/გაყიდვის კურსებს შორის სხვაობა 3%-ს არ აღემატება და არც საკომისიოთი სარგებლობენ, სებ-ის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

როგორც ექსპერტები განმარტავენ, ახალი ცვლილებები მომხმარებელთა უფლებების დაცვას ემსახურება და სავალუტო ბიზნესზე დადებითად აისახება.

სებ-ის განცხადებით, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ ინფორმაცია სავალუტო ჯიხურის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე განთავსდება. წესის დარღვევის შემთხვევაში სავალუტო პუნქტის მფლობელი რეგისტრაციის გაუქმებიდან შემდეგი 2 წლის განმავლობაში ხელახალ რეგისტრაციას ვერ შეძლებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე