მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით ბიუროკრატიული ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა კონკრეტული გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა არა მარტო გადასახადების შემცირებას, არამედ ოპტიმიზაციასაც იმ გაბერილი აპარატის, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას.

„2012 წელთან შედარებით სახელმწიფო აპარატის შენახვის ხარჯები მილიარდი ლარით არის გაზრდილი, შეიქმნა უამრავი სიპები, ყველა სიპისა და ყველა გამგეობის თანამშრომელი რომ მივიდეს თავის სამუშაო ადგილზე, იმდენი არიან, შეიძლება შენობა დაინგრეს. ჩვენ გვქონდა ოპტიმიზაციის გეგმა, თუმცა მათი სკამები როგორ ნაწილდება, არ ვიცი და ვერ გეტყვით“, - განაცხადა მაჭავარიანმა.