”თიბისი ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია ”კოპენბური“ შეისყიდა

”თიბისი ჯგუფმა” სადაზღვევო კომპანია ”კოპენბური“ შეისყიდა. როგორც  ბანკის პრესსამსახური იუწყება,  აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გაიმართება.

”თიბისი” ჯგუფის მიერ სადაზღვევო კომპანია „კოპენბურის“ შესყიდვასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ”თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე გამართავს.