ნოდარ ხადური ლარის კურსზე - იმედია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად

იმედია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს ლარის კურსის ვარდნის ტენდენციის კომენტირებისას განუცხადა.

„მე მინდა გითხრათ, რომ ეს არის ალბათ, უფრო გამოძახილი იმ ტრანზაქციის და იმედია, რომ ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ „არის რამდენიმე მსხვილი ტრანზაქცია, რომელმაც შესაძლებელია, გაცვლითი კურსის დროებითი ჭარბი ცვლილებები გამოიწვიოს“.

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი კურსის თანახმად, ამჟამად ერთი დოლარის ღირებულება 2.3888 ლარს შეადგენს.