აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ 84 500 000 ლარი შეადგინა.

მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.520 პროცენტით, მაქსიმალური 6.950 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.866 პროცენტით განისაზღვრა.