კობა გვენეტაძე 2016 წლის ბიუჯეტის კურსზე მოქმედებისა და გავლენის ძალიან დიდ რისკს ვერ ხედავს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2016 წლის ბიუჯეტის კურსზე მოქმედებისა და გავლენის ძალიან დიდ რისკს ვერ ხედავს , - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხედავს თუ არა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირების საჭიროებას.

როგორც კობა გვენეტაძემ განმარტა, ზოგადად, ხარჯების შემცირებას აქვს კარგი ეფექტი, ანუ ის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ის 2016 წლის ბიუჯეტიდან კურსზე მოქმედებისა და გავლენის ძალიან დიდ რისკს ვერ ხედავს.

„იმ ციფრების მიხედვით, რომელიც დღეს არსებობს 2016 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, ვერ ვხედავ ბიუჯეტიდან კურსზე მოქმედებისა და გავლენის ძალიან დიდ რისკს. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ ხარჯების შემცირებას აქვს კარგი ეფექტი, ანუ ის კურსის გამყარებას შეუწყობს ხელს. მაგრამ ის ციფრები, რაც დღეს გვაქვს, არ გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ 2016 წლის ბოლოს თუ განხორციელდა იმ განრიგით, რაც არის, რომ ამან შეიძლება რაიმე გავლენა მოახდინოს გაცვლით კურსზე“, - განაცხადა გვენეტაძემ.