საქართველოს ლოგისტიკური პოტენციალი და ინოვაცია ქართულ ბაზარზე

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც მათი ლოკაციიდან გამომდინარე აქვთ პოტენციალი ლოგისტიკური მომსახურების კუთხით განვითარდნენ და მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი მოპოვებული ინფორმაციით, ქვეყანაში დღევანდელი ვითარებით დაახლოებით 3 მილიარდამდე პალეტი ტვირთი ბრუნავს, ეს მაჩვენებელი, არსებული შესაძლებლობების სრულად გამოყენებით, მარტივად შესაძლებელია გასამმაგდეს.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა აღნიშნული საკითხით და დაუკავშირდა საქართველოში არსებულ ერთ-ერთ მოწინავე ლოგისტიკურ კომპანიას - A logistics company-ს.

A Logistics Company - დაკომპლექტებულია ახალგაზრდა მენეჯმენტით, რომელიც მუდმივად ცდილობს დანერგოს მაღალი სასაწყობე და ლოგისტიკური სერვისების სტანდარტები საქართველოში. როგორც აღმოჩნდა, კომპანიამ სულ ახლახან ISO 9001:2015 ხარისხის სერთიფიკატი მიიღო იმის დასტურად, რომ კომპანიაში პროცესები სრულად გამართულად და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.

bpnერთ-ერთი საინტერესო წამოწყება და ინოვაცია ქართული ბაზრისთვის ეს 3PL Warehouse-ია, რაც გულისხმობს ლოგისტიკური ტვირთის მიბარებისა და მისი სრული მართვის სერვისს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს დაივიწყონ საწყობთან ან მის მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა და მათი ტვირთი ჩააბარონ პროფესიონალებს. 

აღნიშნული პროექტი ერთობლივად მუშავდებოდა საერთაშორისო ასპარესზე წამყვანი ჰოლანდიური კომპანიისა და A logistics company-ს მიერ. პროექტის გამართულად მუშაობისათვის მოწვეული იყო არაერთი ექსპერტი სხვადასხვა ევროპული ქვეყნებიდან, რომელთა მხარდაჭერით ჩატარდა მომზადების პროცესი - ტრენინგი, ტესტირება, საწყობის აღჭურვა უსაფრთხოების სისტემებით და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ საწყობის მიბარების სერვისით ევროპაში ლოგისტიკური საჭიროების მქონე კომპანიების დაახლოებით 70% სარგებლობს, საქართველოში კი ეს ბიზნეს მოდელი მხოლოდ ახლა იწყებს განვითარებას. 3PL Warehouse უკვე დატვირთულია სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენელი კომპანიებით, რაც პროექტის ფართო სპექტრსა და შესაძლებლობებზე მეტყველებს.

ამავდროულად კლიენტებისთვის

bpnშეთავაზებულია რამდენიმე დამატებითი სერვისი, როგორიცაა გადაფუთვა, დაპალეტება, ნაშთების წარმოება, ხარისხის ინსპექტირება, ეტიკეტირება და სხვა.

როგორც კომპანიის წარმომადგენლებთან საუბრისას გაირკვა, იგეგმება მსგავსი სერვისის უფრო ფართო მასშტაბებზე გატანა და ამ კუთხით ისინი რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს.

როგორც ჩანს, A Logistics Company ქვეყანაში ლოგისტიკური სტანდარტების დანერგვასა და სერვისის ხარისხის გაუმჯობესებაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. (R)

ქრისტინე გამთენაძე