X class - პირველი პიკაპი Mercedes-Benz-ისგან

კომპანია Mercedes-Benz-მა შვედეთში გამართულ ღონისძიებაზე კონცეპტუალური პიკაპი X class წარადგინა.

გერმანელებმა ორი ერთმანეთისგან „განსხვავებული“ მოდელი უჩვენეს. ერთი როგორც ამბობენ, უფრო “ქალაქური“ პიკაპია, ხოლო მეორე ნამდვილი „ოფროუდერი“ .

ამ პიკაპებს გერმანელები Nissan-თან თანამშრომლობის ფარგლებში აწარმოებენ, 2018 წლიდან კი მისი სერიული წარმოება იაპონური კომპანიის ესპანეთსა და არგენტინაში მდებარე ქარხნებში იგეგმება, სადაც მას Nissan NP300/Navara და Renault Alaskan-ის პლატფორმაზე ააწყობენ.

კომპანიის სამიზნე ბაზარი ლათინური ამერიკა, სამხრეთ აფრიკა და ავსტრალიაა. ევროპაში მას „ნიშის“ დატვირთვა ექნება, ხოლო ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია ისედაც დიდია, გერმანელები დიდ იმედებს არ ამყარებენ. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია შეიტანენ თუ არა მას ამერიკის „ტრადიციულ“ ბაზარზე, სადაც პიკაპებზე მოთხოვნის კლების მიუხედავად, ამ დრომდე მაინც რჩება პოპულარულ მიმართულებად.

X class-ს მოუწევს საკუთარი ადგილის პოვნა 2 მილიონიან ბაზარზე, რომელიც როგორც კომპანიაში აცხადებენ, 2025 წლისთვის 40 პროცენტით გაიზრდება.

კოკა კვირკველია