ბოლო 2 თვეში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 160 მილიონი დოლარი გაყიდა

სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე საერთო ჯამში 160 მილიონი დოლარი გაყიდა. მსგავსი ტრანზაქცია სებმა ბოლოს 12 ოქტომბერს განახორციელა, რა დროსაც სავალუტო აუქციონზე 40 მილიონი დოლარი გაიყიდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების მიზეზები განმარტა. გვენეტაძის ინფორმაციით, იყო რამდენიმე ერთჯერადი ფაქტორი, რამაც ეროვნულ ბანკს ინტერვენციების განხორციელებისკენ უბიძგა. სების პრეზიდენტის განმარტებით, ეროვნული ბანკი საჭიროების შემთხვევაში მსგავს ინტერვენციებს მომავალშიც განახორციელებს. 

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე