2018 წლისთვის ინტერნეტ რეკლამა ტრადიციულ რეკლამას გადაუსწრებს

2017 წლისთვის აშშ-ის სარეკლამო ბაზარზე ინტერნეტ რეკლამის შემოსავლები ტრადიციული რეკლამის შემოსავლებს გადაუსწრებს.

კომპანია BIA/Kelsey-ის პროგნოზით, ინტერნერტ რეკლამის შემოსავლები, მობილური რეკლამის ჩათვლით, 2017 წლისთვის 13,5%-ით - 50,2 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება. მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 44,2 მილიარდი დოლარია.

რაც შეეხება ტრადიციულ მედიას, კომპანიის პროგნოზით, 2017 წლისთვის ტრადიციული მედიის წილი 2,4%-ით შემცირდება, შემოსავლები 98,6 მილიარდ დოლარამდე შემცირდება მიმდინარე წლის 101,1 მილიარდი დოლარიდან.

კომპანიის კვლევის თანახმად, საერთო ჯამში აშშ-ის სარეკლამო ბაზრის შემოსავლები 148,8 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

„ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის ზრდა ძირითადად აშშ-ის ეკონომიკის გაუმჯობესებით არის გამოწვეული“, - აღნიშნავენ კვლევის ავტორები.

ამავე კვლევის თანახმად, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აშშ-ის სარეკლამო ბაზარს მნიშვნელოვანი ზრდა ექნება. 2021 წლისთვის სარეკლამო ბაზრის შემოსავლები 174,9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება მიმდინარე წლის 145,2 მილიარდი დოლარიდან.