”საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს სწრაფ ბიზნესსესხს სთავაზობს

”საქართველოს ბანკი” მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მეტი კომფორტისა და მოხერხებულობისთვის, სწრაფ ბიზნესსესხს სთავაზობს.

”საქართველოს ბანკის” პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეიდან 10 000 ლარამდე თანხის მიღება შესაძლებელია სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე.

როგორც ბანკში განმარტავენ, მათ, ვინც ფლობს სავაჭრო ადგილს ბაზრობაზე, სილამაზის სალონს, მარკეტს, საკონდიტროს ან მსგავსი ტიპის ნებისმიერი სახის მცირე საწარმოს, ”საქართველოს ბანკის” წარმომადგენელი ადგილზე ეწვევა, სადაც მოხდება განაცხადის შევსება და კრედიტის დამტკიცება.

”მიღებული დაფინანსების გამოყენებას, საკუთარი ბიზნესის წინსვლისა და განვითრებისთვის მომხმარებელი ”საქართველოს ბანკის” პლასტიკური ბარათის საშუალებით შეძლებს, სადაც სასურველი თანხა იქნება დარიცხული. აღნიშნულ პლასტიკურ ბარათს კი ბანკის წარმომადგენელი, ადგილზევე გადასცემს მცირე ბიზნესის მესაკუთრეს. ამასთან, მომხმარებელს საშუალება ექნება უფასოდ ისარგებლოს დისტანციური საბანკო მომსახურებით: ინტერნეტბანკით და SMS ბანკით. სწრაფი ბიზნესსესხის თანხა 10 000 ლარამდე განისაზღვრება, ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე”, - ნათქვამია ინფორმაციაში.