ლეგალური მარიხუანას ინდუსტრიამ კოლორადოში 18 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა

2015 წელს ლეგალური მარიხუანას ინდუსტრიამ კოლორადოში 18 000-ზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა და ეკონომიკურ აქტივობას 2.4 მილიარდი დოლარი მოუტანა.

კვლევა, რომელიც ჩაატარა ეკონომიკური კონსულტაციის კომპანია Marijuana policy group-მა, აშშ-ის კოლორადოს შტატში მარიხუანას გაყიდვების ორწლიან მაჩვენებელს ეყრდნობა.

კვლევაში დათვლილია ლეგალიზაციის პირდაპირი ეფექტები, რაც მოიცავს მილიარდ დოლარამდე საცალო გაყიდვას 2015 წლისთვის.

"ვაშინგტონ პოსტის" ინფორმაციით, ირიბი გავლენა მარიხუანას ლეგალიზაციამ სხვა პროდუქციის მოთხოვნაზეც იქონია.

"მეწარმეები, ვისაც მარიხუანა მოჰყავდათ, ქირაობდნენ საწყობს, ყიდულობდნენ განათებას და საჭირო მოწყობილობებს. თუ მოხდება სწორად მუშაობა, სწორი რეგულირება, სწორი დაბეგვრა, ინდუსტრია რეალურ ეკონომიკურ ზრდას მოუტანს შტატს”, - ამბობს კვლევის თანაავტორი ადამ ორინსი.