ქონების ეროვნულმა სააგენტომ აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური 124 ამზომველ კომპანიას აუნაზღაურა

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის აზომვითი ნახაზის მომზადების საფასური 124 ამზომველ კომპანიას აუნაზღაურა. პროექტის ფარგლებში, პირველი აგვისტოდან დღემდე 1200 მიწის ნაკვეთის აზომვის ღირებულებამ ჯამში 85 000 ლარი შეადგინა.

ასანაზღაურებელი თანხის მთლიანი მოცულობა ერთ ნახაზზე 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აზომვის შემთხვევაში 80 ლარს, ხოლო 1,5-დან 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე 100 ლარს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრში განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 2017 წლის 30 ივნისია.

აზომვითი ნახაზების დაფინანსებისთვის საერთო ჯამში ბიუჯეტიდან 5 მილიონი ლარია გამოყოფილი.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე