მამუკა ხაზარაძე - ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საპანიკო არ ხდება

ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საპანიკო არ ხდება , - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის.

,,ლარის კურსთან დაკავშირებით არაფერი საშიში არ ხდება, დამერწმუნეთ. პირიქით, ეკონომიკაში ყველაფერი კარგად არის, გვაქვს ეკონომიკური ზრდა. ასე რომ, ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა, ამიტომ ამაში არაფერია საპანიკო, დამერწმუნეთ”, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.