2015 წლის მონაცემებით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით, 158 000 ადამიანს შეადგენდა , - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ჩემი კითხვა“ განაცხადა.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილები, რომლებიც საქართველოში ტურიზმის სფეროში იქმნება.
„2015 წლის მონაცემებით, მათი რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა და დაახლოებით, 158 000 ადამიანს შეადგენდა. ეს ციფრი კიდევ უფრო იზრდება წელს. გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს სჭირდებათ დამატებითი სამუშაო ადგილები. ტურიზმის სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილები მოიცავს ყველა იმ სამუშაო ადგილს, რომელიც ჩართულია ტურიზმის სექტორის განვითარებაში, მომსახურების სფეროსა და ტურიზმის პროდუქტის მიწოდებაში. ეს არის დაწყებული სასტუმროებიდან, ტრანსპორტი, რესტორნები, ტურისტული ობიექტები და ა.შ. მინდა თამამად გითხრათ, რომ საქართველოში არა მარტო ტურისტების რაოდენობა იზრდება, არამედ შემოსავლები“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.