სარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგა

სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხრიდან შეფერხება მოხსნილია. როგორც შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური იუწყება, დაახლოებით ერთი საათია, სარფში მოძრაობა ორმხრივად აღდგენილია და საზღვრის გადაკვეთა შეუძლია როგორც თურქეთის, ასევე საქართველოს და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს.

სარფის საბაჟოზე თურქეთის მხარეს პროგრამული ხარვეზის გამო მოძრაობა სამი დღის განმავლობაში, გარდა თურქეთის მოქალაქეებისთვის, შეფერხებული იყო.