11 განვითარებული ქვეყანა, სადაც მოსახლეობა მთავრობას არ ენდობა

განვითარებული ეკონომიკა და დემოკრატიული სისტემა არ არის ქვეყნის მთავრობისადმი ნდობის გარანტი.

„ბიზნეს ინსაიდერი“ იმ ქვეყნების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც ხალხს მთავრობისადმი ნაკლები ნდობა აქვს იმის მიუხედვად, რომ მათი ქვეყანა საკმაოდ წარმატებული და ეკონომიკურად განვითარებულია.

იტალია

მეორე მსოლფიო ომის შემეგ იტალიას სამოცზე მეტი სხვადასხვა მთავრობა ჰყავდა. ყოფილი პრემიერ მინისტრი სილვიო ბერლუსკონი კი 2013 წელს გადასახადების დამალვაში ცნეს დამნაშვედ.

სლოვაკეთი

პოლიტიკური კორუფცია სლოვაკეთში მსხვილ პრობლემად რჩება. 2011 წელს გაირკვა, რომ პოლიტიკოსები, ბიზნესის ლიდერები და მაღალჩინოსნები ქრთამებს იღებდნენ კერძო კონტაქტებისგან.

საბერძნეთი

დასახიჩრებული ქამრების შემოჭერის პოლიტიკის და მთავრობის მიერ დარღვეული პირობების შემდეგ, ბერძნებს პოლიტიკური კლასისადმი ნდობა დაკარგული აქვთ.

ესპანეთი

ორ წელიწადში ესპანეთში გარდამტეხი არჩევნებია. მთელი წლის განმავლობაში ქვეყანას ფუნქციური მთავრობა არ ჰყოლია. წლის ბოლოს კიდევ ერთი არჩევნებია. ესპანელ ხალხს ადგილობრივი პოლიტიკოსების რწმენა საერთოდ აღარ აქვთ.

პოლონეთი

პოლონელების უნდობლობა პოლიტიკოსებისადმი ქვეყნის არჩენებში მოქალაქეების დასწრების ძალიან დაბალი მაჩვენებელიც კი მეტყველებს.

უნგრეთი

პრემიერ მინისტრმა ვიქტორ ორბანმა დიდი მხარდაჭერა მიიღო, როდესაც უნგრელებმა მხარი აუბეს მის გადაწყვეტილებას ევროკავშირის მიგრანტების კვოტასთან დაკავშირებით. მაგრამ ნდობა პოლიტიკოსებისადმი მაინც დაბალია.

სამხრეთ კორეა

კორეის პოლიტიკური კლასი ძლიერი კრიტიკის ქვეშაა. განსაკუთრებით მთავრობის არასწორი რეაგირების გამო 2014 წელს სეულში ჩაძირული გემის შემდეგ, რომელსაც 300 ადამიანი შეეწირა.

ლატვია

ლატვიელებს პოლიტიკოსებისადმი რწმენა კორუფციის ხშირი ნიშნების გამო აქვთ დაკარგული.

ჩეხეთის რესპუბლიკა

ჩეხი პოლიტიკოსები 2013 წელს შეარყია სკანდალმა, როდესაც პრემიერ მინისტრი პიეტრ ნეკაში კორუფციის ბრალდებით დაიკითხა. გამოძიების დასრულების შემდეგ ნეკაში იძულებული გახდა გადამდგარიყო.

სლოვენია

საჯარო ხარჯების მენეჯმენტის უარყოფა და კორუფცია კვლავ აზარალებს შრომის და მონეტარულ თავისუფლებას.

პორტუგალია

პორტუგალიელების ნდობა პოლიტიკოსებისადმი 2014 წელს შეირყა, როდესაც ყოფილი პრემიერ მინისტრი ჟოზე სოკრატე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.