იტალიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იტალიაში, უმბრიას რეგიონში მდებარე ნორჩას კომუნას სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა.

"ბიბისის" ცნობით, აღნიშნული კომუნა ჯერ კიდევ რამდენიმე დღის წინ ორმაგი ბიძგების შედეგად ძლიერ დაზარალდა. მიწისძვრამ მასშტაბური ნგრევა გამოიწვია, ნორჩას გარდა დაზარალდა მარკეს რეგიონში მდებარე არკუატა-დელ-ტრონტოს კომუნაც.

მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქ რომიდან 132 კილომეტრის დაშორებით იყო, შესბამისად რყევები აქაც საგრძნობი იყო. ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები მიიღო და მეტრო დაკეტა.

არსებული ინფორმაციით,  მიწისაძვრის სიმძლავრე 6,6 მაგნიტუდას შეადგენდა. ინფორმაცია გარდაცვლილათა და დაშავებულთა შესახებ  არ ვრცელდება.