საგარეო უწყება იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დაწესებულებას დაუკავშირდნენ

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში საკონსულო დაწესებულებას დაუკავშირდნენ.

როგორც საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარ ძლიერ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში 24 საათიან რეჟიმში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს 24 საათიანი ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

”მოვუწოდებთ იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდნენ საკონსულო დაწესებულებას.

შეგახსენებთ, რომ დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში კვლავ დაფიქსირდა ძლიერი მიწისძვრა. მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 6.6 მაგნიტუდა შეადგინა”, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.