მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მონუმენტები

გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მონუმენტებს.

ბუდა საშემოდგომო აკლდამა - ხენანი, ჩინეთი 55 000 000 დოლარი

ბუდას ქანდაკება 2002 წელს აღიმართა. თავიდან ძეგლის სიმაღლე 128 მეტრი იყო, მოგვიანებით გადაწყდა მისი კიდევ უფრო გაზრდა - 2008 წელს ძეგლის სიმაღლემ 208 მეტრს მიაღწია.

თავისუფლების ქანდაკება ნიუ იორკი, ამერიკა 45 000 000 დოლარი

თავისუფლების ქანდაკება ჩაფიქრებული იყო როგორც 1876 წელს საფრანგეთის საჩუქარი ამერიკის რევოლუციის ასი წლისთავისთვის. თუმცა ძეგლის მშენებლობა ათ წელს გაგრძელდა. ორივე ქვეყანას საერთო ჯამში ქანდაკების აღმართვა 45 მილიონი დოლარი დაუჯდა.

ეიფელის კოშკი -პარიზი, საფრანგეთი 35 000 000 დოლარი

საფრანგეთის ერთ-ერთი სიმბოლო ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა დააპროექტა როგორც მსოფლიო გამოფენის დროებითი შესასვლელი კონსტრუქცია. ძეგლი პარიზელებს არ მოეწონათ, თუმცა ექვს თვეში მშენებლობის სანახავად საფრანგეთის დედაქალაქში ორ მილიონზ მეტი ადამიანი ჩავიდა.კოშკი საომარი მიზნებისთვის დატოვეს და რადიო ანძასავით იყენებდნენ.

პეტრე პირველის ძეგლი - მოსკოვი, რუსეთი 16 500 000 დოლარი

ხელისუფლების შეკვეთით 1997 წელს მოსკოვში პეტრე პირველის ძეგლი აღიმართა, რომელიც ზურაბ წერეთელმა დააპროექტა. რუსეთში ის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მონუმენტია, რომლის სიმაღლე 98 მეტრს აღწევს. ძეგლმა მოსკოველებში ნეგატიური შეფასებები გამოიწვია, 2008 წელს კი ყველაზე მახინჯი ძეგლების სიაში მოხვდა.

რაშმორის მთა სამხრეთ დაკოტა, ამერიკა 1 000 000 დოლარი

რაშმორის მთა ცნობილია იმით, რომ მასზე ამერიკის ოთხი პრეზიდენტია გამოსახული: ჯორჯ ვაშინგტონი, თომას ჯეფერსონი, აბრაამ ლინკოლნი და თეოდორ რუზველტი. ბარელიეფი 18,6 მეტრი სიმაღლისაა. მის კონსტრუირებას 14 წელი დაჭირდა.

ქრისტეს ქანდაკება რიო დე ჟნეირო, ბრაზილია 3 500 000 დოლარი

ბრაზილიის სიმბოლოს შექმნა ქვეყნის ნაციონალური დამოუკიდებლობის ასი წლისთავისთვის გადაწყდა. ქანდაკების დასრულებას ცხრა წელი დასჭირდა.

თეთრი სახლი ვაშინგტონი, ამერიკა 2 500 000 დოლარი

ამერიკის პრეზიდენტების რეზიდენციის მშენებლობა 1800 წელს დასრულდა. ამჟამად მისი ღირებულება 195 მილიონი დოლარია. ყოველ წელს თეთრი სახლის დასათვალიერებლად 20 მილიონზე მეტი ტურისტი ჩადის ვაშინგტონში.

ცხოველების ძეგლი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 2 000 000 დოლარი

2004 წელს ლონდონში გაიხსნა ომის გმირი ცხოველების მემორიალი, რომელიც ცხენების, სპილოების, ძაღლებისა და ციცინათელების გამოსახულებებს აერთიანებს.