მსოფლიოში პირველი ბარი, სადაც ნაბახუსევზე "გიმკურნალებენ", ამსტერდამში გაიხსნა

ამსტერდამში მსოფლიოში პირველი ე.წ. „ნაბახუსევის ბარი“ გაიხსნა. ბარი კვირაში მხოლოდ სამი დღე მუშაობს - პარასკევიდან კვირის ჩათვლით.

ბარში შესვლისას მომხმარებლების ორგანიზმში სპირტიანი სასმელის დოზას ამოწმებენ.

გამწვანებული ინტერიერის მქონე ბარში მისულ სტუმრებს შეუძლიათ დასვენება, კომფორტულ საწოლებზე მოსვენება და ტელევიზორის ყურება. მათ ასევე სთავაზობენ ვიტამინებით მდიდარ წვენებს და სხვა სასარგებლო პროდუქტს. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში სტუმრებს მასაჟსაც უკეთებენ.

„ნაბახუსევზე გამოსასვლელად სულ ცოტა რამ არის საჭირო - კარგი საჭმელი, რბილი საწოლი დ, გართობა და ბევრი ვიტამინი“, - ამბობს The Hangover Bar-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ბარის სტუმრებს უფასოდ ურიგდებათ ლუდი.