მორიგი ინოვაცია ილონ მასკისგან - მზის ენერგიაზე მომუშავე სახლის სახურავი

კომპანია Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკმა კიდევ ერთი სიახლე წარმოადგინა.

ეს არის მზის ენერგიის სახურავის პანელები, რომელიც მასკის განცხადებით, სახლებისთვის ჩვეულებრივ გადახურვაზე უფრო იაფი დაჯდება და ამავდროულად სარგებლის მომტანიც იქნება. მზის ენერგიის სახურავი თავისუფლად შეძლებს ოჯახისთვის საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავებას.

ცნობილი გახდა რომ ამ პანელების წარმოებას კომპანია SolarCity გეგმავს , რომელიც ასევე მასკის კუთვნილებაა.

„ეს ინტეგრირებული მომავალივითაა. ელექტრომობილი, Powerwall და მზის სისტემის სახურავი“, - განცხადა მასკმა პროდუქციის პრეზენტაციაზე. მისივე განცხადებით, სიახლე ბევრად უფრო ლამაზია ვიდრე აქამდე წარმოებული ამ ტიპის ნებისმიერი „მზის პანელი“.

პროდუქციის მასიური წარმოება მომავლი წლის ზაფხულზე იგეგმება. ანალიტიკოსების განცხადებით, უკვე რამდენიმე წელიწადში ამგვარ პანელების წილი სახურავების ბაზარზე 5-6 % იქნება.

კოკა კვირკველია