ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა ხუთი ოჯახი დააზარალა

ლანჩხუთში ძლიერმა ქარმა რამდენიმე ოჯახი დააზარალა. როგორც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ გვიმბალაურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ჯუნეწერში ხუთი ოჯახი სერიოზულად დააზარალა.

ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ფესვებიანად მოთხარა ხეები.

დაზიანდა თორნიკე სარჯველაძის, ნათელა ბარამიძის, მაყვალა ბარამიძის, ოთარ იმნაძისა და მაგული ბარამიძის (კვაჭაძე) ოჯახები.

ადგილზე იმყოფებოდა გამგეობის ზედამხედველობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურების უფროსები. გამგეობაში შეიქმნა შტაბი, რომელიც სწავლობს აღნიშნულ მდგომარეობას და ზარალის ოდენობას ითვლის.