მერეთის თემის 4 სოფლის სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი დაიწყო

მერეთის თემის 4 სოფლის სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის პროექტი ხორციელდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტრო იუწყება, სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია” გორის მუნიციპალიტეტში მერეთის თემის სოფლების სავარგულების სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მიზნით საირიგაციო სისტემის მოწყობის პროექტს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში ოთხი სატუმბი სადგური აშენდება და 2 კილომეტრი სიგრძის სარწყავი არხი მოეწყობა. ახალი საირიგაციო ქსელით მერეთის, გუგუთიანთკარის, ზარდიაანთკარისა და კოშკას მოსახლეობა 185 ჰექტარი მიწის ფართობის მოსარწყავად ისარგებლებს. სამუშაოები 2017 წლის აგვისტოსთვის დასრულდება.