რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ხორცის შეძენისას?

2017 წლის პირველი იანვრიდან ხორცისა და ხორცის პროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო ხდება. მთავრობის მიერ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები ხორცპროდუქტების წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციისა და საცალო ვაჭრობის ყველა ეტაპზე გავრცელდება. ახალი რეგულაციების თანახმად, ხორცს ბაზარზე განთავსებისათვის ფორმა ნომერი ორისა და ვეტერინარის ბეჭდის გარდა, შესაბამისი ეტიკეტიც უნდა ახლდეს.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხორცის ეტიკეტირება მომხმარებლებს უხარისხო და მავნე პროდუქციის შეძენისაგან დაიცავს, თუმცა მათი განმარტებით, მხოლოდ ამ რეგულაციების ამოქმედებით, სამომხმარებლო ბაზარზე არსებული პრობლემების სრულად აღმოფხვრა მაინც ვერ მოხერხდება.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების კონტროლსა და ინსპექტირებას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ქვეყანაში ხორცისა და ხორცპროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული რეგულაციების ამოქმედებას ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს.

იხილეთ ვიდეო PALITRATV-ზე