დონალდ ტრამპის შტაბი უარყოფს ინფორმაციას, რომ Trump Organization-ის სერვერს ”ალფა ბანკთან” კავშირები ჰქონდა

პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ტრამპის კომპანიის, Trump Organization-ის სერვერს რუსულ “ალფა ბანკთან” ჰქონდა კავშირები.

როგორც შტაბის პრესმდივანი ჰოუფ ჰიქსი აცხადებს, სერვერი, რომელიც მარკეტინგული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, 2010 წლიდან აღარ მუშაობს. თავის მხრივ, “ალფა ბანკში” მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ყალბს უწოდებენ.

რამდენიმე დღის წინ ონლაინ-გამოცემა Slate-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Trump Organization-ის სერვერს რუსულ “ალფა ბანკთან” ჰქონდა კავშირები. ამის შემდეგ პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა მოუწოდა მეტოქეს, რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირები აღიაროს.