მტკვრის მარცხენა სანაპიროზე 18 ძირი ჭადრის ხე დაირგო

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, თავდაცვის სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიაზე 3 მეტრამდე 18 ძირი ჭადრის ხე დაირგო. საშემოდგომო რგვებში დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ მიიღო მონაწილეობა. მერის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად ირგვება ხეები, ხოლო საშემოდგომო რგვების ფარგლებში დედაქალაქის მასშტაბით სულ 80 ათასამდე ხის დარგვა იგეგმება.

ხეების დარგვის სამუშაოებში დავით ნარმანიასთან ერთად მონაწილეობა ჩუღურეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზურა ჩიკვილაძემაც მიიღო.