აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან რუსეთში მარილის ექსპორტი აიკრძალა

დღეიდან რუსეთში ძალაში შევიდა ემბარგო, რომლის მიხედვით აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და უკრაინიდან რუსეთში მარილის ექსპორტი აიკრძალა. როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, ემბარგოს დაწესებამდე რუსეთისთვის აღნიშნული პროდუქტის მთავარი მიმწოდებელი უკრაინა იყო. სტატისტიკური მონაცემებით, გასულ წელს უკრაინიდან რუსეთში 864,2 ათასი ტონა მარილი შეიტანეს.

რუსეთმა დასავლეთის წინააღმდეგ სასურსათო ემბარგო 2014 წელს, მას შემდეგ დააწესა, რაც აშშ-მა, ევროკავშირმა, უკრაინამ და კანადამ ყირიმის ანექსიის და უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს.