"ბიზნესპრესნიუსზე" ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 44,4%-ის აზრით პარტიების პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს

„ბიზნესპრესნიუსზე“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გამოკითხვაში მონაწილეთა 44.4 % მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტი განათლება უნდა იყოს.

გამოკითხვაში მონაწილეთა 38.3%-ის აზრით, პოლიტიკური პარტიების პრიორიტეტს დასაქმება უნდა წარმოადგენდეს. რაც შეეხება სოფლის მეურნეობას - რესპონდენტთა 12.5% თვლის, რომ პარტიებისთვის სწორედ ეს სფერო უნდა იყოს პრიორიტეტული, 3.5 პროცენტი კი მიიჩნევს, რომ პრიორიტეტული პარტიებისთვის ჯანდაცვა უნდა იყოს. გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 1,4 პროცენტი ერგო სოციალურ უზუნველყოფას.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა 658-მა ადამიანმა მიიღო. გამოკითხვა საიტზე 27 სექტემბრიდან 1 ნოემბრამდე მიმდინარეობდა.