ეროვნული ბანკი საკოლექციო, ვერცხლის 5-ლარიან მონეტას გამოუშვებს

ეროვნული ბანკი საკოლექციო, ვერცხლის 5-ლარიან მონეტას გამოუშვებს. როგორც ეროვნული ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მელაშვილმა განაცხადა, მონეტის დიზაინზე კონკურსი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

”2017 წელს საფრანგეთის ქარაქ ბორდოში გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად და ამ ღონისძიების მხარდაჭერის კუთხით ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება, გამოუშვას 5 ლარიანი ვერცხლის საკოლექციო დანიშნულების მონეტა, რაც კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს ქართული ღვინის, კულტურის და ქვეყნის პოპულარიზაციას”, - განაცხადა მელაშვილმა.