მეტროს სადგურ „სამგორში“ მოძრაობა აღდგა

მეტროს სადგურ „სამგორში“ მოძრაობა აღდგა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” მეტროპოლიტენის პრესსამსახურში განუცხადეს, „სამგორში“ მოძრაობა დაახლოებით 09:45 საათზე განახლდა.

მეტროს სადგურ „სამგორში“ 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. მამაკაცი მეტროს ვაგონში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის ბაქანზე გადმოიყვანეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

უბედური შემთხვევის გამო გარკვეული პერიოდის მანძილზე სამგორის მეტროს ბაქანზე მატარებელი არ ჩერდებოდა, ვინაიდან ადგილზე ექსპერტიზა უნდა ჩატარებულიყო.

მამაკაცი შვილთან ერთად მგზავრობდა.