ტაჯიკი ოლიგარქის ქალიშვილს ქორწილში 40-მილიონიანი კაბა ეცვა

მოსკოვში რამდენიმე დღის წინ მორიგი ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა. ამჯერად, ტაჯიკი ოლიგარქის ილჰამ შოკიროვის ქალიშვილის გაბედნიერება აღნიშნეს მოსკოვის ფეშენებელურ სასტუმრო Radisson Royal-ში.

მადინა შოკიროვამ "ყველაზე ძვირფასი პატარძლის" კვარცხლბეკიდან ოლიგარქ მუსა ბაჟაევის ქალიშვილი ელინა ჩამოაგდო, რომელსაც ორი თვის წინ ქორწილში 20 მილიონ რუბლად შეფასებული კაბა ეცვა. მადინას კაბა ორმაგად ძვირი - 40 მილიონიანი გახლდათ, რაც დაახლოებით 500 000 ფუნტი სტერლინგია.

კაბა ტაჯიკი ბიზნესმენის ქალიშვილს ბრიტანულმა სამოდელო სახლმა Ralph & Russo-მ შეუკერა. ტული, ვერცხლის ძაფი, ათასობით მარგალიტი და სვაროვსკის თვლებით დახუნძლული კაბა, ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურებოდა.

წყვილის ქორწილს 900 სტუმარი ესწრებოდა.