”Pay Sticker”-ით გადახდას „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებიც შეძლებენ

”Pay Sticker”-ით სარგებლობა უკვე ”საქართველოს ბანკის” მომხმარებლებსაც შეუძლიათ. მობილურზე მიმაგრებული ინოვაციური გადახდის სისტემით მომხმარებელს, ტერმინალზე ერთი შეხებით შეუძლია სასურველი ნივთის საფასური გადაიხადოს. საქართველოს ბანკის მომხმარებელი სტიკერის გამოყენებას სხვადასხვა სასურსათო და სავაჭრო ობიექტში შეძლებს. ”Pay Sticker”-ით შეგიძლიათ გადაიხადოთ მეტროს, ავტობუსის, ტაქსისა და საბაგიროს მგზავრობის საფასური.

”Pay Sticker”-ით, პინ კოდის გარეშე, ერთ ჯერზე, 45 ლარის ოდენობის ტრანზაქციის განხორციელებაა შესაძლებელი.

ინოვაციური გადახდის სისტემა საქართველოში პირველად ”თიბისი ბანკმა” დანერგა.