ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს

ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის შესაქმნელად კონკურსს აცხადებს. როგორც ეროვნული ბანკიდან იუწყებიან,  2017 წლის ზაფხულში საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში, გაიმართება ღვინის საერთაშორისო გამოფენა, სადაც საქართველო მიწვეულია პირველ საპატიო სტუმრად.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადაწყვიტა ამ მოვლენას გამოეხმაუროს და ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტა გამოუშვას, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ქვეყნის პოპულარიზაციასა და ქართული ღვინის კულტურის მსოფლიო ცნობადობის ამაღლებას. საქართველოს ეროვნული ბანკი ქართული ვაზის თემაზე საკოლექციო მონეტის დიზაინის ესკიზის შესაქმნელად ღია კონკურსს აცხადებს. კონკურსის პირობები განთავსებულია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.