შვიდი ქალაქი, სადაც ცხოვრებისთვის ფულს გადაგიხდიან

ბევრმა თქვენგანმა არ იცის, რომ არსებობს ქალაქები, სადაც მოსახლეობა ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომ ხელისუფლება იქ ცხოვრებისთვის ფულს იხდის.

ალიასკა

ამ სიაში პირველია არა ქალაქი, არამედ მთელი შტატი და აი რატომ: ალიასკის მოსახლეობა ყოველწლიურად კატასტროფულად მცირდება აქაური მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო და ხელისუფლებამ გადაწყვიტა გარკვეული ფონდის დაარსება მათთვის, ვინც ერთი წლით მაინც სამუშაოდ ჩავა ალიასკის ქალაქებსა და სოფლებში. თუ თქვენ გიყვართ ზამთრის ქათქათა პეიზაჟები, იოლად ეგუებით დაბალ ტემპერატურას და ცხოვრების შენელებულ რიტმს, მაშინ ალიასკა თქვენთვის ზედგამოჭრილი იქნება საცხოვრებლად.

უტრეხტი, ნიდერლანდები

ჰოლანდია მთელ მსოფლიოში ცნობილია ჰუმანიტარული მეცნიერებების ღრმა შესწავლითა და სოციალური ექსპერიმენტებით. აი, ერთ-ერთი მათგანი: 2016 წლიდან ქალაქში დაიწყო სოციალური ექსპერიმენტი, რომლის დროსაც შეისწავლება ადამიანების ქცევები იმ შემთხვევაში, როცა მათ გააჩნიათ უშრომელი შემოსავალი. უტრეხტში თითოეულ მოსახლეზე თვეში 1000 ევრო გაიცემა... ისე, უბრალოდ, ექსპერიმენტის სახით.

კერტისი, ნებრასკა, აშშ

ეს პატარა ამერიკული ქალაქი გთავაზობთ მიწის ნაკვეთს სრულიად უფასოდ და თქვენ მასზე უნდა ააშენოთ სახლი. ქალაქის მესვეურები უბრალოდ ზრუნავენ მისი ინფრასტრუქტურისა და კულტურის განვითარებისათვის.

პონგა, ასტურია, ესპანეთი

ესპანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ნაკრძალის ზონაში მდებარე ეს უძველესი პატარა დაბა ქვეყანაში ერთ-ერთ უძველეს დასახლებად ითვლება. ახალგაზრდების მისაზიდად და ადგილობრივი ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად ხელისუფლება სთავაზობს 3000 ევროს ყველა ახალგაზრდა ოჯახს, რომელიც აქ დასახლებას მოისურვებს. წყვილის მიერ გაჩენილ თითოეულ შვილზე დაწესებულია დამატებითი ჯილდო - 4 000 ევრო. შესანიშნავი შანსია იცხოვრო ეკოლოგიურად სუფთა, ულამაზეს ადგილას.

ნიაგარის ჩანჩქერი, ნიუ-იორკის შტატი, აშშ

კიდევ ერთი შემოთავაზება, რომელიც ბევრ თქვენგანს არარეალური მოეჩვენება - იცხოვრო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ულამაზეს ადგილას და ამისათვის ფული მიიღო! ხელისუფლება უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სთავაზობს 7000 დოლარს ჩანჩქერთან არსებულ დაწესებულებებში ორწლიანი მუშაობისათვის.

სასკაჩევანის პროვინცია, კანადა

ეს კანადური პროვინცია ხელსაყრელ გარიგებას სთავაზობს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს, კერძოდ მათ, ვისაც ჯერ არ გადაუწყვეტია თავისი მომავალი. ახალგაზრდებს უხდიან 20 000 დოლარს, თუ ისინი შვიდი წლის განმავლობაში იმუშავებენ პროვინციაში.

დეტროიტი, მიჩიგანის შტატი, აშშ

''დასავლეთის პარიზი", აშშ-ის საავტომობილო დედაქალაქი'', -ეს ტიტულები ნახევრადდაცარიელებულმა დეტროიტმა გასული საუკუნის მეორე ნახევარში თანდათანობით დაკარგა, თუმცა ქალაქის ხელისუფლება მთელი ძალით ცდილობს ძველი დიდების დაბრუნებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად მთავრობამ დანერგა ახალი პროგრამა «Challenge Detroit», რომლის ფარგლებში 2500 დოლარს სთავაზობენ სხვადასხვა პროფესიის სპეციალისტებს, რომლებიც დათანხმდებიან ქალაქში სამუშაოდ გადასვლას.

წყარო intermedia.ge