მომავლის თბილისი - სამი მიმდინარე პროექტის ვიდეოანიმაცია

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ დაარსებული ტურიზმის განვითარების ფონდი სამი მიმდინარე პროექტის ვიდეო ანიმაციას წარმოგვიდგენს.

2018 წელს თავისუფლების მოედანზე 7 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდება, რომლის ღირებულება 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

მეორე პროექტს, რომელიც ასევე 2018 წელს დასრულდება, თაბორის რეკრეაციულ ზონად გადაკეთება წარმოადგენს. პროექტის ღირებულება 60 მილიონ დოლარია.

2019 წლისთვის კი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა დასრულდება, სადაც 200 მილიონი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული.