3 ნოემბერს, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრ ”სილიკონ ველი თბილისში” ბიზნეს ვორკშოპი გაიმართება

3 ნოემბერს, ინოვაციურ და მაღალტექნოლოგიურ ცენტრ ”სილიკონ ველი თბილისში” გაიმართება ბიზნეს ვორკშოპი თემაზე „მართვის სტანდარტები და გაყიდვების ხელოვნება თანამედროვე სამყაროში“.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიება ტარდება პროექტ „ლურჯი ოკეანის“ ფარგლებში. ვორკშოპის ფარგლებში ჩატარებულ მასტერკლასებს გაუძღვებიან საქართველოს წამყვანი ტრენერები და ბიზნეს კონსულტანტები: დავით ჩიკვაიძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, დავით კენჭაძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი, ვანო ნადირაძე - ბიზნეს კონსულტანტი, ტრენერი

მათივე ცნობით, ვორკშოპს გახსნის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტების ბიზნეს ფაკულტეტის ლექტორები და ყველაზე რეიტინგული სტუდენტები.

პროექტი „ლურჯი ოკეანე“ ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.

პროექტის ფარგლებში უკვე გამოიცა ისეთი ბესტსელერები, როგორიცაა: ბრაიან თრეისის „შეჭამე ბაყაყი“, „აკოცე ბაყაყს“ და „გახდი გაყიდვების სუპერვარსკვლავი“; სერია „მარტივად“ დევიდ ალენის „საქმესთან გამკლავების ხელოვნება“, ელ რაისი & ჯეკ ტრაუტი - „მარკეტინგული ომები“ და სხვა.