ჩინეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ მაშველებმა 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს

ჩინეთში, მაღაროში მომხდარი აფეთქების შემდეგ მაშველებმა 33 მაღაროელის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი პრესის ცნობით, მომხდარის შედეგად მხოლოდ ორი მაღაროელი გადარჩა.

ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, ჩინეთის ქალაქ ჩუნძინთან მოხდა. მაშველები მაღაროში ჩასვლას თითქმის ერთი დღე ცდილობდნენ.

აფეთქების გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა როგორც „ბიბისი“ აღნიშნავს, მსგავსი შემთხვევები ჩინეთში საკმაოდ ხშირია.

მომხდარის გამოძიება დაწყებულია.