8 რამ, რაც "ფეისბუქზე" არ უნდა გამოაქვეყნოთ

სოციალური ქსელები ადამიანის განუყოფელ ნაწილად იქცა.

დღის უმეტეს დროს ადამიანები სწორედ სოციალურ ქსელებში ატარებენ და შეიძლება ითქვას, ერთმანეთის ცხოვრების შესახებ მეტწილად უკვე სოციალური ქსელებიდან იგებენ.

თუმცა სპეციალისტები გირჩევენ, თავი შეიკავოთ პირადი ცხოვრების ზოგიერთი მნიშვნელოვანი დეტალის გასაჯაროებისგან.

არ გამოაქვეყნოთ სოციალურ ქსელში პასპორტი ან მართვის მოწმობა

არასდროს გამოაჩინოთ დოკუმენტის დეტალები. თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ ფოტოს დადებას, მათი ასლის გაკეთება მარტივია.

სადღესასწაულო გეგმები

ნუ დაწერთ, რომ რამდენიმე დღით ქალაქგარეთ წასვლას აპირებთ ოჯახის წევრებთან ერთად. ეს ინფორმაცია შეიძლება მძარცველებისთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

საბანკო დეტალები

ჰაკერებმა შესაძლოა, მიიღონ საჭირო ინფორმაცია თქვენს საბანკო ანგარიშზე შესაღწევად. ამიტომ თავი შეიკავეთ საჯაროდ მსგავსი ინფორმაციის გამოქვეყნებისგან.

მოგებული ბილეთი

თუ ბედმა გაგიღიმათ და ლატარეაში მოიგეთ, არ გამოაჩინოთ ამის დამადასტურებელი საბუთი, რადგან შეიძლება თქვენი მოგება სხვამ მიითვისოს.

კოორდინატები

არ მიუთითოთ საცხოვრებელი ადგილის მისამართი ან არ გამოაქვეყნოთ ფოტო, რომლის მეშვეობითაც უცხო ადამიანები ადვილად დაადგენენ თქვენს მისამართს.

ნუ გაასაჯაროებით შვილების ამბებს

დახურეთ ბავშვის ფოტოები ან დატოვეთ მხოლოდ მეგობრების წვდომის ველზე. ნუ აჩვენებთ უცხო ადამიანებს თქვენს საოჯახო ფოტოებს.

წუწუნი სამსახურზე

ამ გამჭირვალე სამყაროში არის რაღაცები, რაც სჯობს პირად საუბრებში დარჩეს. შესაძლოა, თქვენი სამსახური არ გიყვართ, მაგრამ ნუ იწუწუნებთ ამაზე საჯაროდ.

სტუდბილეთი

სტუდბილეთის გამოქვეყნება კრიმინალებს თქვენს შესახებ ბევრ მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის. ამიტომ თავი შეიკავეთ მისი საჯარო გამოქვეყნებისგან.