სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 45 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც  ეროვნული ბანკიდან იუწყებიან, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა, ხოლო მოთხოვნამ 68 750 000 ლარი შეადგინა.

”მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 7.000 პროცენტით, მაქსიმალური 7.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 7.216 პროცენტით განისაზღვრა.

კუპონური განაკვეთი 6.750 პროცენტს შეადგენდა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში”, - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.