რუსული ბანკის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე 45 მილიონი ევროს გატაცებაშია ეჭვმიტანილი

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბანკ „ინტერკომერცის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის, ალექსანდ ბუგაევსკის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის ბრალდებით აღძრა.

საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ბუგაევსკის 45 მილიონზე მეტი ევროს გატაცებაშია ეჭვმიტანილი. გამოძიების ვერსიით, მენეჯერმა აღნიშნული თანხა ყალბი შეთანხმებების საფუძველზე მასთან კავშირში მყოფი უცხოური კომპანიების ანგარიშებზე გადარიცხა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ მოგვიანებით ბანკს ლიცენზია ჩამოერთვა, მიმდინარე წლის აპრილში კი გაკოტრებულად ცნეს.

თავად ბუგაევსკის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია, ის ძებნაშია გამოცხადებული. გამოძიების ფარგლებში მენეჯერის ქონება დაპატიმრებულია.