"გარდენია შევარდნაძეში" ხანძრის შედეგად 100 კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა

თბილისის ზღვასთან „გარდენია შევარდნაძეში“ ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.

ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. დამწვარია „გარდენია შევარდნაძის“ კუთვნილებაში არსებული ქოთნები, ცეცხლი გადასულია გარდენიას უკან მდებარე კერძო სახლის ეზოში და დამწვარია დაახლოებით 20 კვ.მ ფართის ხის სათავსო.

როგორც „გარდენია შევარდნაძის“ მეპატრონე, ზურა შევარდნაძე აცხადებს, ხანძარი შესაძლოა გამოიწვია „ყაზტრანსგაზის“ სამუშაოებმა.

მისივე ინფორმაციით, „ყაზტრანსგაზს“ გარდენიაში გაზი შეყავდა და შესაძლოა, ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.

ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, თბილისის ზღვასთან „გარდენიაში“ ხანძრის შედეგად 100კვ. მეტრამდე ფართობი დაიწვა.