რუსეთმა და თურქეთმა შესაძლოა 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმონ

თურქეთის ხელისუფლებაში მიიჩნევენ, რომ 2017 წელს რუსეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა შესაძლებელია.

ამის შესახებ თურქეთის საბაჟოსა და ვაჭრობის მინისტრმა ბიულენთ თუქფენჩიმ რუსულ სააგენტო „რია ნოვოსტის“ განუცხადა.

„ჩვენი ურთიერთობის ნორმალიზებისა და 2017 წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების გათვალისწინებით, ველოდებით მაჩვენებლების ზრდას რუსეთთან ვაჭრობისა და ეკონომიკის ყველა სფეროში. მიმდინარეობს ტექნიკური მოლაპარაკებები რუს კოლეგებთან ეროვნული ვალუტების, თურქული ლირისა და რუსული რუბლის გამოყენების თაობაზე ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებში. ეს მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისთვის, გააცოცხლებს ორმხრივ ვაჭრობას და გააფართოვებს მის შესაძლებლობებს“, - განაცხადა თურქმა მინისტრმა.