ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის ყიდვის ფასმა 2.45 ლარს მიაღწია

ზოგიერთ სავალუტო ჯიხურში დოლარის შეძენის ფასმა 2.45 ლარს მიაღწია.

რაც შეეხება გასაყიდ ფასს,  ვალუტის გადამცვლელი ჯიხურები დოლარს 2.43 ლარად იბარებენ.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით, ლარი დოლართან მიმართებაში ისევ გაუფასურდა.

ხვალიდან ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.41295 ლარი გახდება. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4123 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0072 ლარი შეადგინა.