ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო აშენდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა. როგორც  სააგენტოდან იუწყებიან, მეტალურგიული საწარმო ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენდება და მას „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ააშენებს.

”ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება”, - აცხადებენ სააგენტოში.